weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ქართულ ბაზარზე რუსული „გაზპრომ მედია“ შემოდის

14:28 ოთხშაბათი, 11 აპრილი 2018
ფოტოზე მიხაილ დიომინი ფოტოზე მიხაილ დიომინი

რუსული მედიაჰოლდინგი „გაზპრომ მედია“ საქართველოს ბაზარზე შემოდის და მაუწყებლობას ბრენდით NTV-PLUS იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჰოლდინგში შემავალი ტელეკომპანია НТВ-плюс ავრცელებს. НТВ-плюс-ის გენერალური დირექტორი მიხაილ დიომინი ამბობს, რომ გეოგრაფიული ექსპანსია მათი სტრატეგიული პრიორიტეტია.

„საქართველო პერსპექტიული ბაზარია, მაგრამ მაუწყებლობის დაწყებას ჩვენ მხოლოდ ბიზნეს-ქეისად არ განვიხილავთ. ეს ჩვენთვის დიდწილად სოციალური მისიაც არის. მომავალში არ გამოვრიცხავთ დსთ-ს ქვეყნებში შესვლასაც, სადაც ტექნიკურად შესაძლებელი იქნება НТВ-плюс-ის სიგნალის მიღება“, – აღნიშნა მიხაილ დიომინმა.

„გაზპრომ მედიის“ გენერალური დირექტორის, დიმიტრი ჩერნიშენკოს განცხადებით, კომპანიის პარტნიორი საქართველოში შპს „მედია ჯგუფი“ იქნება, რომლის წილებს დავით ნაკაშიძე და გულნარა ხეჩოშვილი ფლობენ. ეს კომპანია „გაზპრომ მედიასთან“ აქამდეც თანამშრომლობდა.

„НТВ-плюс ცნობილი ბრენდი და ხარისხიანი სატელევიზიო პროდუქტია. დღეს რუსულ არხებზე და ლეგალურ რუსულენოვან კონტენტზე მოთხოვნაა. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს წინადადება საქართველოში დააინტერესებთ“, - ამბობს ნაკაშიძე.

რუსული კომპანია ქართველ მაყურებელს ორი პაკეტს შესთავაზებს. პირველში 50-მდე რუსული და უცხოური არხი შევა, მეორეში კი 90-ზე მეტი არხი. 20-ზე მეტი არხი, რომელიც NTV-PLUS-ის პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი, „გაზპრომ მედიის“ პროდუქტია. მაყურებლისთვის გასართობ და სპორტულ არხებთან ერთად, 12 საინფორმაციო არხიც იქნება ხელმისაწვდომი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, NTV-PLUS-მა ავტორიზაცია ორი წლის წინ გაიარა, თუმცა იმისთვის, რომ საქართველოში მაუწყებლობა დაიწყოს, რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრშიც უნდა გაიაროს.

НТВ-плюс რუსეთში პირველი თანამგზავრული ტელევიზიაა, რომელიც ჰოლდინგ „მედია მოსტის“ მიერ 1996 წელს დაფუძნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]